კურორტი

საქართველოს ერთ-ერთი  ყველაზე ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ქუთაისიდან 15 კმ-ში მდებარეობს.  აქტიური საკურორტო სეზონი აქ ზაფხულის პეროდს ემთხვევა, თუმცა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები საშუალებას იძლევა, დამსვენებელმა შესაბამისი მომსახურებით მთელი წლის მანზილზე ისარგებლოს.

N6 სააბაზანოკურორტის თერმულ-რადონულ წყლებს უნკალური სამკურნალო თვისებები აქვს – ის სამოცამდე დაავადებას კურნავს. რბილი, კამკამა და უსუნო წყალი ბუნებრივად თბილია (33-35 გრადუსი C) და ამიტომ მისი გამოყენება წინასწარი გათბობის გარეშეც შესაზლებელია. მკურნალობა აქ კომპლექსურად მიმდინარეობს: პაციენტებს საჭიროების მიხედვით ენიშენებათ მინერალური  წყლის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა, სამკურნალო კლასიკური წყლისქვეშა (ჰიდრო) მასაჟი, ფიზიოტერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები. წყალტუბოს წყალი სასარგებლოა რევმატიზმებით, პოლიომიელიტით და ცერებრიული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვისაც.

წყალტუბო, როგორც სამკურნალო ადგილი, ჯერ კიდევ 12-13 საუკუნეებში ყოფილა ცნობილი. 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში მას „მაღლაკს მდებარე აბანოის“ სახელით მოიხსენიებდნენ. ევროპულ პრესაში პირველი ცნობები წყალტუბოს შესახებ 1782 წელს  „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების“  კრებულში გამოქვეყნდა. 19-ე საუკუნის დასაწყისიდან სასწაულმოქმედ მინერალურ  წყლებზე მასალა უკვე ინტენსიურად იბეჭდებოდა, სადაც წყალტუბოს ევროპის ცნობილ კურორტებს ვილბადს (გერმანია) და ტეპლიცს (ჩეხეთი) ადარებდნენ. 1920 წელს ის სახელმწიფოს საკუთრება გახდა და ოფიციალურად მიენიჭა ბალნეოლოგიური კურორტის სახელწოდება.

წლების განმავლობაში წყალტუბოში უამრავი ცნობილი ადამიანი ისვენებდა. მათ შორის იყვნენ ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი (1968 წლის ივლისი). საბჭოთა ბელადს  იოსებ სტალინს კურორტზე პერსონალური ოთახი ჰქონდა რომელსაც 1931 და 1951 წელს სტუმრობდა.

წყალტუბოში ამჟამად რამოდენიმე სააბაზანო შენობა დგას, მათ შორის N6 სააბაზანო. ე.წ „სტალინის სააბაზანო“ ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია.

საბჭოთა პრიოდში წყალტუბოში 30-მდე სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა, მათ შორის იყო სანატორიუმი „შახტიორი“ რომელსაც ერთდროულად  500-მდე დამსვენებლის მიღება შეეძლო.

 

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.

წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც  იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით,  რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.

წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს “უკვდავების წყარო”. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების   საშუალებას.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი – კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი “თეთრი მღვიმის” მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. (ამჟამად   მიმდინარეობს სამუშაოები გამოქვაბულის კეთილმოსაწყობად.)

 წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება , რომ მასში  შემავალი ინგრედიენტები – უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა .

წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 14-21 დღე.

უკვდავების წყარო? აქააწყალტუბოში, ჩამობრძანდითთავადდარწმუნდებით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

მსოფლიოში ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტ   წყალტუბოში