სასტუმრო „TSKALTUBO SPA RESORT”

  • დასახელება:TSKALTUBO SPA RESORT
  • ქალაქი:წყალტუბო
  • მისამართი:რუსთაველის ქ. #23
  • www:www.sanatoriumi.ge

მოგესალმებით სასტუმრო/სანატორიუმი „წყალტუბო სპა რეზორტის“ სახელით!

სამკურნალო კურორტი წყალტუბო ცნობილია თბილი მინერალური  რადონის წყლებით, ბუნებრივი ტემპერატურა 33-35 გრადუსი. ჯერ კიდევ 40იანი წლებიდან ეს კურორტი განთქმული იყო საბჭოთა კავშირში უნიკალური თვისებების მქონე წყლებით, რომლებიც კურნავენ მთელ რიგ დაავადებებს დაკავშირებულს:

  • საყრდენ მამოძრავებელ სისტემასთან
  • გულსისხლძარღვთა სისტემასთან
  • ნერვულ სისტემასთან
  • გინეკოლოგიურ დაავადებებთან
  • კანისა და ენდოკრინულ სისტემასთან
  • ნივთიერებათა ცვლის სისტემასთან

ქ. წყალტუბო მდებარეობს 255 კმ.  ქ. თბილისიდან, 130 კმ. ქ. ბათუმიდან, და მხოლოდ 7 კმ.ქ. ქუთაისიდან.

სწორედ ამ მშვენიერ ადგილას იყო განლაგებული საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი,  ტერიტორიის 16 ჰექტარზე  გაშლილი ულამაზესი ტყით და ისტორიული შენობებით. კურორტს ხშირად  სტუმრობდა სტალინი სხვა ცნობილ გენერლებთან ერთად.

2011 წლის ივლისში გაიხსნა 4 ვარსკვლავიანი კომპლექსი „წყალტუბო სპა რეზორტი“ გათვლილი 59 ნომერზე. ხოლო 2013 წლის 1 ივნისიდან დამატებით სრულად რეკონსტრუირდა და გარემონტდა 48 ოთახი. დღეისათვის ოთახების საერთო რაოდენობა შეადგენს 141 მაღალკომფორტაბელურ ოთახს. სრულად გარემონტებული და  განახლებული 4 ვარსკვლავიანი ნომრები აღჭურვილია:

  • ცენტრალური გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემებით
  • სააბაზანო ოთახით აბაზანით
  • LCD ტელევიზორით სატელიტური არხებით
  • მოხერხებული საწოლებით და თეთრეულით
  • მინიბარით
  • 24 საათიანი  “Room & reception” მომსახურებით
  • თმის საშრობით და სხვა.

სანატორიუმის ტერიტორია :

  • 16 ჰექტარი პარკი
  • ტყე 1 კმ. ბილიკით ველოსიპედისთვის ან  ფეხით მოსიარულეთათვის
  • ფანტანები
  • ექიმის 24 საათიანი დაკვირვება
  • სრული სასანატორიუმე მომსახურეობა პროცედურებით
  • რესტორანი 350 კაცზე
  • ბარი/“ჩაიხანა“/კლუბი
  • ბილიარდის მაგიდები
  • საკონფერენციო დარბაზი 20*3/70/90/120/350 კაცზე
  • საკონცერტო დარბაზი 350 კაცზე
  • და ბევრი სხვა

ასევე, გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტრანსფერებს ქ. თბილისის, ქ.ბათუმის და ქ.ქუთაისის აეროპორტებიდან და რკინიგზის სადგურებიდან.

მოხარულები ვიქნებით თქვენი და თქვენი ტურისტების მასპინძლობით ჩვენს სასტუმრო/სანატორიუმში.

საუკეთესო სურვილებით,

„წყალტუბო სპა რეზორტი“

სასტუმროში სულ არის 107 ნომერი: აქედან,

  • SNGL ერთადგილიანი სტანდარტული – 26
  • TWIN/DBL ორადგილიანი სტანდარტული – 30
  • TWIN/DBL ორადგილიანი აივნით – 4
  • TWIN/DBL ორადგილიანი პრიმა ბაღის ხედით – 8
  • TWIN/DBL ორადგილიანი პრიმა ფასადის ხედით – 6
  • TWIN/DBL დელაქს ორადგილიანი – 6
  • TWIN/DBL დელაქს ორადგილიანი აივნით – 2
  • TWIN/DBL ორადგილიანი ტერასით – 6
  • საპრეზიდენტო ლუქსი – 1

სასტუმროს სერვისები:

  • რესტორანი
  • ბარი
  • ჩაიხანა
  • კლუბი
  • საბილიარდო
  • საკონცერტო დარბაზი
  • საკონფერენციო დარბაზი
  • მასაჟის კაბინეტი
  • სამკურნალო პროცედურები
  • ფიზიოთერაპია
  • ველოსიპედის პარკი
  • 16 ჰა. ტყე-პარკი
  • ავტოსადგომი
  • ბარათით გადახდა
  • ოთახების მომსახურების სერვისი
  • WIFI ინტერნეტი

მომსახურება ნომერში:

  • შხაპი
  • აბაზანა
  • სატელიტური ტელევიზია
  • ტელეფონი
  • ფენი
  • კონდიციონერი
  • გათბობა
  • მაცივარი
  • WIFI ინტერნეტი
  • მინიბარი
  • ოთახში შეკვეთის სერვისი

დამატებითი მომსახურება:

  • სატრანსპორტო მომსახურება
  • ტრანსფერები აეროპორტებიდან და რკინიგზის სადგურებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)
  • ექსკურსიები („პრომეთეს“ მღვიმე, „სათაფლიას“ ნაკრძალი და მღვიმე, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, ბაგრატის ტაძარი, მარტვილის კანიონი, მესტია, ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი)

შენიშვნა: სასტუმროში ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 141 ადამიანი.