სვანეთი – მესტია, უშგული (2 დღე)

  • ხანგრძლივობა:2 დღე
ენგურის ჰიდრო ელექტრო სადგური გახლავთ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. იგი სარგებლობს ტურისტებში უდიდესი პოპულარობით. ენგურის წყალს გააჩნია უჩვეულო ლაჟვარდოვანი ანარეკლი. აქ დაარსებულია პატარა ქალაქი, სადაც ცხოვრობენ ჰესის მუშაკები.

 

მესტიის  ეთნოგრაფიული მუზეუმი არსებობს 1936 წლიდან, აქ წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდში შეკრებილი ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ხატები, მორთულობები, სამონადირეო აღჭურვილობები, საბრძოლო იარაღები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის საინტერესო ნიმუშები.

 

მესტიის მყინვარები – აქ იღებს სათავეს მესტიის მდინარე მესტია ჭალა. მდინარის ერთ-ერთი ნაკადი მყინვარ ლეკზირიდან იღებს სათავეს, ხოლო მეორე მყინვარ ჩალაატიდან. დღეს ძალიან პოპულარული გახდა ვიზიტორების გასეირნება ჩალაატის მარშრუტით და ისინიც სიამოვნებით მიდიან იქ…

 

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი – იგი სოფელ ლაგამშია განლაგებული. მისი მდიდარი საგამოფენო მასალები დიდ ინტერესს იწვევენ მნახველებში. მესტიაში ყოველ ზაფხულს იმართება “მიშაობა” – დღესასწაული, რომელიც ეძღვნება “კლდის ვეფხვის” ხსოვნას.

 

სიყვარულის კოშკი მდინარე ენგურზე. იგი მდინარედან ამოსულ კლდეზე არის აგებული. ლეგენდის მიხედვით, სოფელ ლიპარში ნადირობის დროს დაიღუპა ერთი ქალიშვილის შეყვარებული ვაჟკაცი და იგიც ყოველ დღე მოდიოდა ცრემლის დასაღვრელად მისი დაღუპვის ადგილზე. ქალიშვილს მამამ აუგო კოშკი ამ ადგილზე და ისიც სიცოცხლის ბოლომდე აქ აფარებდა თავს.

 

ხაცვალი – აქ ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. ზამთარში თხილამურებით სრიალი დიდი სიამოვნებაა სტუმრებისათის, მაგრამ აქ ასევე შესაძლებელია ზაფხულზე საბაგიროებით გასერნებაც და მესტიის ირგვლივ არსებული უდიდესი სილამაზით დატკბობა.