სათაფლიას მღვიმე

      • სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია დიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
      • წყალტუბო – ქუთაისის გზიდან მარცხნივ ვუხვევთ და შევუყვებით „სათაფლიის” გზას. ვიდრე „სათაფლიის” ნაკრძალის შესასვლელთან მივალთ, მარცხნივ, ზედ გზის პირას, „სათაფლიის” ერთ-ერთი მღვიმის, „სათაფლია-4″ის შესასვლელი იხსნება. ნაკრძალის ჭიშკრის გავლის შემდეგ, გზიდან მარჯვნივ დინოზავრის ნაკვალევია. „სათაფლიის” დინოზავრის ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. აქ არქეოლოგიურ წარსულში, როცა ზღვის სანაპირო იყო, ეს მიდამოები (50-60 მლნ.წლის წინათ) დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ფეხის ანაბეჭდი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.
      • ჩავდივართ კასტრული ძაბრის ფსკერზე, სადაც კლდის გულში იხსნება „სათაფლია-1″-ის შესასვლელი. აქვე, მარცხნივ, ხვრელში ჩადის პატარა ნაკადი, რომლის გაყოლებითაც შეაღწია მღვიმეში 1925 წელს ცნობილმა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა. შევდივართ მღვიმეში და პირველ დარბაზში, მღვიმის გაფართოებულ ნაწილში ვჩერდებით სტალაქტიტებთან. ბუნებრივი გამოქვაბულ-მღვიმეები შეიძლება იყოს კასტრული წარმოშობის, ანუ წყალში ხსნადი ქანების წყლისგან გახსნის შედეგად გაჩენილი. კასტრული მღვიმეებისთვის დამახასიათებელია მღვიმური ფორმების, სტალაქტიტების, სტალაგმიტების, კოლონების, ჰელექტიტების, ტრავერტინის, ქვის ყვავილების წარმოქმნა. ამ დარბაზში წარმოდგენილია სტალაქტიტები, რომელიც ჭერიდან იზრდება, ჭერზე შემოღწეული წყლის წვეთის აორთქლების შედეგად ჭერზე დარჩენილი კალციტის ხარჯზე. ის ნაწილი კალციტისა, რომელიც წვეთთან ერთად იატაკზე ეცემა, სტალაგმიტს აჩენს. დროთა განმავლობაში ხდება სტალაქტიტის და სტალაგმიტის შეერთება, რითც წარმოიშობა სტალაგნატი ანუ კოლონა. ეს დარბაზი საკმაოდ მდიდარია მღვიმური ფორმებით. შემდეგ დარბაზში დიდი ტრავერტინის – ნაღვენთის მთაა შემორჩენილი. მდიდარია მღვიმური ფორმებით შემდეგი გალერეებიც. „სათაფლია-1″-ის საერთო სიგრძე 900 მ-ზე მეტია. „სათაფლია-1″-სა და ოთხს გარდა ამ ტერიტორიაზე კიდევ ორი მღვიმეა – „სათაფლია-2″, „სათაფლია-3″ და სათაფლიას ჭა. ძალზედ საინტერესოა სათაფლია-2, თუნდაც იმიტომ რომ 1970 წელს სამეცნიერო ექსპედიცის დროს ერთ-ერთ გალერეაში, პატარა აუზში შეამჩნიეს მღვიმური თევზები. საერთოდ, მღვიმური თევზები ბუნებაში ძალიან იშვიათობაა. სახელწოდება “სათაფლია” დაკავშირებულია გარეულ ფუტკართან, რომელიც სათაფლიის კლდეებზე იკეთებს ბუდეს.
    • დღეისათვის, ნაკრძალის ტერიტორიაზე, რომელიც ამავდროულად სამეცნიერო-ტურისტულ ცენტრსაც წარმოადგენს, დინოზავრების ნაკვალევის დასაცავად აგებულია სპეციალური ნაგებობა, გამოქვაბულში დამონტაჟებულია განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემა, ”კოლხურ ტყეში” ბილიკები მოკირწყლულია. ასევე აშენებულია მინის გადასახედი მოედანი, ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და კაფეტერია.