სათაფლიის მარშუტი

  • 1.მარშუტს  გამოცდილი  გიდები  ხელმძღვანელობენ.
  • 2.სათაფლიის  მღვიმის  სიგრძე  315  მეტრია.
  • 3.მარშუტის  სიგრძე  ერთი  მიმართულებით  7 კმ-ია.
  • 4.მარშუტი  მოითხოვს  2  საათს ( საექსკურსიო  სერვისით  და  მცირეოდენი  შესვენებით ).

ქუთაისიდან   წყალტუბოში  შემოსულები  ვაგრძელებთ  გზას  ტაბიძის  ქუჩით  და  500 მეტრში  შევხვდებით  გზაჯვარედინს.  აქედან  ხელმარჯვნივ (აღმოსავლეთის  მიმართულებით) მივუყვებით  გზას  9  აპრილის  ქუჩაზე.  დედაენის  ქუჩით  გავივლით  მჭიდროდ  დასახლებულ   უბანს (მათ  შორის  ლტოლვილების  ახალ  საცხოვრებელ  უბანსაც ) და  გავივლით  მუხროვან ტყეს  და  მივადგებით  ქალაქის  I საჯარო სკოლას.  ( ეს  ყველაფერი  2 კმ მანძილს  მოიცავს ). სკოლიდან  2 მ-ის  გავლის  შემდეგ  გამოჩნდება  გზაჯვარედინი . გზაჯვარედინიდან  ვუხვევთ  აღმოსავლეთით (ხელმარჯვნივ)  და  მივდივართ  სოფ.ბანოჯის  მიმართულებით . გზად   გავივლით  სოფ. გუმბრას  და მცირე  მანძილის  გავლის  შემდეგ  გამოჩნდება  სათაფლიის  ნაკრძალისა  და  მღვიმის  მაჩვენებელი.  აქედან 2,5 კმ-ის  გავლის  შემდეგ  მივადგებით  სათაფლიის  ნაკრძალსა  და  მღვიმეს.(გზად  ბევრი  საპიკნიკე  ადგილია,რომელიც  იზიდავს  ყველა  გამვლელს).

ნაკრძალის  ტერიტორიაზე  შეიძლება  ვნახოთ  დინოზავრის  ნაკვალევი,დინოზავრის  ფიტულები, უნიკალური  კარსტული  მღვიმე, კოლხური  ტყე, ველური  ფუტკრის  საბინადრო  გარემო, აქვეა  საგამოფენო  დარბაზიც  და  შუშის  პანორამული  გადასახედი,საიდანაც  ჩანს  იმერეთის  რეგიონის  ულამაზესი  ხედები.