სამცხე-ჯავახეთი (2დღე)

  • ხანგრძლივობა:2 დღე
ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში. მდინარე მტკვრის გაყოელბით 900 მეტრის სიგრძეზე გამოკვეთილია 600-მდე შენობა-ეკლესიები, საცხოვრებელი ადგილები, სათავსოები, აბანოები, ბიბლიოთეკები. შენობები კლდეში 50 მეტრის სიღრმეზე შედის და 8 სართულიანი სახლის სიმაღლეზე ადის.

 

ხერთვისის ციხე – იგი შუა საუკუნეების ციხეა სამხრეთ საქართველოში, სოფელ ხერთვისში. სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე იგი მრავალჯერ იქნა გადაკეთებული. აქ გამოიკვეთა შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებიც, თუმცა ჩვენს დღემდე ძირითადად შემორჩენილია ციხის X-XIX საუკუნის მშენებლობა.

 

რაბათის ციხე – იგი მდებარეობს ქალაქ ახალციხეში და საკმაოდ სერიოზულ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. არც თუ დიდი ხნის წინ მოხდა მისი სერიოზული რეკონსტრუქცია. სიტყვა “რაბათი” არაბული წარმოშობისაა და ნიშნავს “გამაგრებულ ადგილს”. ზოგადად ასე ეძახდნენ ციხეებთან არსებულ სავაჭრო კვარტლებს. ციხეში არის ძალიან ლამაზი მუზეუმი, რომლის ექსპოზიცია მოიცავს ქვის ეპოქიდან დაწყებული თურქული იარაღით დამთავრებულ ნიმუშებს.

 

ბორჯომის პარკი – იგი ქალაქის ტერიტორიაზე 900 მეტრამდე გრძლდება. იგი ფაქტიურად ერთი გზაა, რომელსაც მიჰყვება სხვადასხვა ატრაქციონები და საბავშვო გასართობები. აქ ონკანებია, საიდანაც შეიძლება გაისინჯოს მინერალური წყლის დაუვიწყარი გემო. წყალი ჰგავს მაღაზიაში შეტანილ მინერალურ წყალს, თუმცა მეტ თბილია და სპეციფიკური გემო აქვს.

 

მწვანე მონასტერი – უნიკალური არქიტექტურული სანახაობაა. განლაგებული ბორჯომსა და ახალქალაქს შორის. იგი X საუკუნეში აშენდა და ერთ-ერთი უძველესი სალოცავი ადგილია საქართველოში. XIV საუკუნეში აქ შეიქმნა მცირე ზომის ეკლესია, რომელმაც დაასრულა სამონასტრო კომპლექსის ჩამოყალიბება. იგი წმინდა გიორგის სახელობისაა.

 

აბასთუმნის ასტროფიზიკური ლაბორატორია – იგი მნიშვნელობით უდიდესი კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც ასტრონომიული საკითხებით არის დაინტერესებული. ლაბორატორია დაარსდა 1932 წელს, აბასთუმანში. აქ აღმოჩენილი იქნა 2 კომეტა, რამოდენიმე მცირე ზომის პლანეტა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი და სხვა.