საფეხმავლო მარშრუტი პარკის ტერიტორიაზე

  • 1.მანძილი 2 კმ
  • 2. ექსკურსიას სჭირდება 1 საათი და 30 წუთი.

ტაბიძისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს პარკის მთავარი შესასვლელი. საიდანაც ვიწყებთ საფეხმავლო მარშრუტს.

შესასვლელიდან თვალწინ იშლება ახლადაშენებული პარკის გასართობი ობიექტები და სპორტული მოედნები. ვაგრძელებთ გზას ჩრდილოეთის მიმართულებით და 400 მეტრში მივადგებით გზის გასაყარს, საიდანაც დასავლეთით გზას მხარეთმცოდნეობის მუზეუმისკენ მივყავართ, ხოლო თუ გეზს აღმოსავლეთით ავიღებთ მივადგებით მუნიციპალიტეტის სამთავრობო და ადმინისტრაციულ შენობებს.

ვაგრძელებთ გზას პირდაპირ ჩრდილოეთის მიმართულებით და 10 წუთში შეგვხვდება საყოველთაოდ ცნობილ მეექვსე აბაზანა. აბაზანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმართულებით წასულები 15 წუთში მივადგებით მესამე აბაზანას, აქედან კი ჩრდილო-აღმოსავლეთით გვხვდება საკონცერტო დარბაზი „ივერია“ ლამაზი ხედებით. „ივერიიდან“ აღმოსავლეთის მიმართულებით 50 მეტრში მდებარეობს ახლად გახსნილი ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრი „BE HEALTHY“ საიდანაც შეიძლება გასვლა უახლოეს მოედანზე (სადაც ვნახავთ სხვადასხვა ობიექტებს,) ამით მთავრდება საექსკურსიო მარშრუტი პარკის ტერიტორიაზე.