რაჭა

  • ხანგრძლივობა:1 დღე
ნიკორწმინდის ეკლესია სოფ. ნიკორწმინდაში მდებარეობს, რაჭის რეგიონში, რომლის აშენების თარიღია 1010-1014წლები, ბაგრატ მე-3 მეფობის დროს. 1534 წელს ტაძალი განახლებული იქნა, შიდა ფრესკებიც და მოხატულობაც ამავე პერიოდს განეკუთვნება და გამოირჩევა შესრულების უმაღლესი დონით.

 

ბარკონის ეკლესია –  ღვთისმშობლის სახელობისს, განეკუთვნება ძველი ქართული არქიტექტურის ერთერთ ულამაზეს სტილს.იგიმდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფელ წესში. ეკლესია ააშენა ოსტატმა ავთანდილ შულავერმა, რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით. 1753წელს.

 

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – აქ ინახება მდიდარი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება, დაწყებული ქვის ხანიდან დამთავრებული გვიანი ფეოდალური ეპოქით, ექსპონატების უმრავლესოაბ მოიცავს ბრინჯაოს პერიოდს.

 

უწერა – ცნობილია თავისი მჟავე წყლებით, ქალაქი 13 კმ-ითაა დაშორებული ონიდან. იგი გამოირჩევა ულამაზესი პეიზაჟებით, უნიკალური ფაუნით და 28 სახეობის უნიკალური წლით. მაღალი კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის, ხოლო მინერალური წყლებით იკურნება ღვიძლი, ნაღველი და კუჭის დაავადებები.

 

ბუგეულის ღვინის ქარხანა – იგი ერთერთი გამორჩეული, აწარმოებს საუკეთესო ჯიშის ღვინოს ,, ხვანჭკარას”, ადგილზე შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია, ქარხნის სიახლოვეს არის ალექსანდროულის ჯიშის ყურძენი, რითაც ხვანჭკარას ამზადებენ.

 

ონის სინაგოგა – ერთერთი მოქმედი სინაგოგაა საქართველოში, აქ ადგილობრივ მცირერიცხოვან ებრაელებს შეუძლიათ ლოცვების მოსმენა. იგი აშენებულია 1895 წელს, ხშირია ვიზიტორების მიერ მათი მონახულებაც.