პრომეთეს მარშუტი

  • 1.საფეხმავლო  ექსკურსია  ღირს  7 ლარი.
  • 2.ნავით  გასეირნება 14  ლარი.
  • 3.მანძილი  პრომეთემდე  6 კმ-ია.
  • 4.მარშუტს  სჭირდება  2  საათი.

წყალტუბოს  ტერიტორიაზე  შესულები  გეზს  ვიღებთ  ქალაქის  ცენტრისკენ, გზად  გავივლით  სხვადასხვა  ობიექტებს. 2,5 კმ-ის  გავლის  შემდეგ ,ბაზართან  მისულებს  შეგვხდება  ნიშანი, რომელიც  მიუთითებს  პრომეთეს  მღვიმისაკენ  მიმართულებას.  დავადგებით  სოფ.ქვილიშორის  გზას  და  3,5  კმ  გავლის  შემდეგ  მივადეგებით  ნიშანს,რომელიც  გვიჩვენებს  მანძილს  პრომეთეს  მღვიმემდე  – 1,8 კმ. მალე  ჩვენს  წინ  გამოჩნდება  მღვიმის  ვიტორთა  ცენტრი.

მღვიმე  ვრცელდება  1060  მეტრზე  და  შედგება  17  დარბაზისაგან. ექსკურსია  მიმდინარეობს  ფეხით  და  ასევე  ნავებით. გიდის  დახმარებით  ექსკურსია  ზღაპრულად  გვეჩვენება. იგი ერთი  საათით  გრძელდება.

საფეხმავლო  ბილიკის  გავლის  შემდეგ  ვიზიტორებს  შეუძლიათ  ისარგებლონ  სანაოსნო  ტურით  მღვიმეში  გამდინარე  ნაკადზე, რომელსაც  წარმოქმნის  მდინარე  ყუმი.

სანაოსნო  მონაკვეთით  სარგებლობა  ნებაყოფლობითია  და  დამატებითი  თანხა  ღირს. მღვიმიდან  გამოსვლა  შესაძლებელია  როგორც  საფეხმავლო, ისე  სანაოსნო  გზით.