ქუთაისი, იმერეთი (2 დღე)

  • ხანგრძლივობა:2 დღე
ქუთაისი არის ძველი კოლხეთის და იმერეთის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი. იგი მოხსენიებულია ოქროს საწმისზე შექმნილ საინტერესო მითებში. მე-10 საუკუნიდან მოყოლებული იგი საქართველოს დედაქალაქს წარმოადგენდა, თბილისის განთავისუფლებამდე თურქ სელჩუკებისგან მთელი 150 წლის მანძილზე

 

ბაგრატის ტაძარი – მდებარეობს უქიმერიონის მაღლობზე, იგი აღიარებულია ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ. იგი ატარებს გაერთანებული საქართველოს ბაგრატ iii სახელს.მისი მშენებლობა 1003 წელს დასრულდა იგი ხასიათდება უზუსტესი პროპორციებით უზარმაზარ შიდა სივრცეში, რესტავრირებულია და შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

 

გელათის მონასტერი – დაარსდა 1106 წდავით აღმაშნებლის მიერ. იგი იმ პერიოდში ითვლებოდა უდიდეს სამონასტრო მშნებლობად.მრავალი წლის მანძილზე იგი წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს. მონასტერში ინახებოდა უძველესი ქართული ხელნაწერები და ჭედური ხელოვნების ნიმუშები. ისიც მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს და შედის იუნესკოს მემკვიდრეობათა სიაში.

 

მოწამეთის მონასტერი – იგი ატარებს წმინდა დავითის და კონსტანტინეს სახელებს.VIII საუკუნის დასაწყისში აქ იდგა ეკლესია. XI საუკუნეში აქ ააშნეს დიდი ტაძარი და სათავე დაედო მოწამეთის მონასტრის არსებობას.

 

პრომეთეს მღვიმე – მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ულამაზესი მუსიკის ჰანგებისა და ლაზერული შოუს სინაზით მოწყობილია ევროპის ტურისტული ინფრასტრუქტურის საუკეთესო ნიმუში. მისი უამაზესი სტალაგმიტებისა და სტალაქტიებეის მნახულება უდიდეს სიამოვნებას ანიჭეს ვიზიტორებს.

 

სათაფლია – ულამაზეს ნაკრძალს ქმნის თავისი მღვიმეებით და დინოზავრის ნაკვალევით. აქ შემორჩენილი ველური ჯისის ფუტრკრის ოჯახებიც. სათაფლია მართლაც დაუვიწყარია და საქართველოს ვიზიტორებისათვის ერთერთ საუკეთესო ობიექტს წარმოადგენს.