კახეთი (2 დღიანი ტური)

  • ხანგრძლივობა:2 დღე
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. იგი სოფელ ქინანდალში არის განლაგებული თელავიდან 10 კმ-ის მანძლზე. წინანდალი კახეთის ცნობილი ღვინის მწარმოებელი ცენტრია. თავად ჭავჭავაძეების საცხოვრებელი სასახლე დღეს სახლ-მუზეუმია, სადაც შემონახულია ცნობილი ოჯახის ავეჯი და პირადი ნივთები თავადი ალ.ჭავჭავაძე მსახურობდა ჰუსართა პოლკში და რუსეთის არმიასთან ერთად მიიღო ევროპის ლაშქრობებში მონაწილეობა 1812-1813 და 1814 წლებში. იგი პარიზის აღების მომსწრე იყო.

 

წინანდლის ღვინის დეგუსტაცია. 1886 წ. ალ.ჭავჭავაძემ თავის მამულში დააარსა უძველესი ღვინის ქარხანა. დღეს ღვინის ქარხანა შემონახულია, იქ ღვინის დეგუსტაციისთვის გახსნილია ღვინის მარნები და სარდაფები. იქ 16 ათასამდე ბოთლი ღვინო ინახება, რომელიც XIX-XX საუკუნეებშია დამზადებული. აქ შეიძლება გასინჯოთ: წინანდალი, თუთრა, საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული.

 

ალავერდი – იგი საკათედრო ტაძარია ახმეტის მუნიციპალიტეტში, რომელიც XI საუკუნეში აშენდა დასამონასტრო კომპლექსს ჰქმნის. ტაძარი 50 მეტრის სიმაღლისაა, შიგა სიმაღლე 42 მეტრს აღწევს. თბილისში სამების აშენებამდე, ალავერდი საქართველოს ყველაზე მაღალი ტაძარი იყო. იგი წარმოადგენს ალავერდის ეპარქიის ყველაზე საპატივცემულო ტაძარს.

 

იყალთოს მონასტერი – იგი VI საუკუნეში იქნა დაარსებული ასირიელი მამის, ზენონის მიერ. ძველი ტაძრის ადგილას XI-XII საუკუნეებში აქ აშენდა “ღვთაების” ტაძარი. მის აღმოსავლეთით იმყოფება წმინდა სამების სახელობის VI საუკუნის პატარა ეკლესია. დავით აღმაშენებლის ბრძანებით XI საუკუნეში არსენ იყალთოელმა აქ ააშენა იყალთოს აკადემია. დღეს იგი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

 

გრემი – ამ დიდი ქალაქის ისტორია საკმაოდ ხანმოკლე იყო. იგი XVI საუკუნიდან XVII საუკუნის პირველ ათასწლეულამდე გახლდათ კახეთის დედაქალაქი. ქალაქი მოიცავდა სამონასტრო კომპლექსს, სამეფო რეზიდენციას და სავაჭრო ცენტრს. არქანგელის სახელობის ტაძარი, რომელიც შუასაუკუნეების კახეთის სამონასტრო მშენებლობის შედევრს წარმოადგენდა, აშენებული იქნა 1565 წ. მისი მოხატვა 1577 წ დასრულდა. აქ ადგილი ჰქონდა უდიდეს კულტურულ და ლიტერატურულ საქმიანობას.