გორი-მცხეთა-თბილისი (2 დღიანი ტური)

  • ხანგრძლივობა:2 დღე
სტალინის სახელმწიფო მუზეუმი  გორში მდებარეობს. ექსპოზიციაშ ბევრი ნივთია, რომელიც ეკუთვნოდა იოსებ სტალინს. მთავარი მუზეუმის წინ პატარა სახლია, სადაც იზრდებოდა სტალინი. მუზეუმში სტალინის სარკინიგზო ვაგონია წარმოდგენილი, რითაც ბელადი მრავალ ადგილს სტუმრობდა.

 

უფლისციხე – ძველ კლდეში გამოჭრილი ქალაქია, ამ სტილს ქალაქებიდან ერთ-ერთი პირველია საქართველოს ტერიტორიაზე, იგი შეიქმნა ძვ.წ.აღ მეორე პირველ ათასწლეულში, აყვავების პერიოდში იგი მოიცავდა 700 გამოქვაბულს, საიდანაც მხოლოდ 150 დარჩენილი.

 

ჯვრის მონასტერი – იგი მეშვიდე საუკუნის მონასტერია. განლაგებულია მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას, ამაღლებულ მთაზე მცხეთის ახლოს, იგო აშენდა 590-604 წლებში. იგი არქიტექტურის შედეგია და წარმოადგენს საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთ პირველ ძეგლს.

 

სვეტიცხოველი – საკათედრო ტაძარია, აშენდა მეთერთმეტე საუკუნეში, მშენებლობის დროს გამოყენებული იქნა ხის ბოძები, ლეგენდის მიხედვით ის დამზადებულია ხისგან, რომელიც წმინდა სიდონიას საფლავზე იქნა ამოზრდილი. ამბობენ, ერთ-ერთი ბოძი საფლავის თავზე მოძრაობდა და სწორედ აქედან წარმოიშვა სახელიც “სვეტიცხოველი”.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – იგი წარმოადგენს კავკასიური კულტურის ნივთების უნიკალურ საცავს. მისი მარგალიტი -ოქროს ფონდია, რომელიც შედგება თრიალეთის გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალათა ერთობისგან (II ათასწლეულში ჩვ.წ.აღ-მდე) აქვეგანლაგებულია V-IV საუკუნეების საიუველირო ნაწარმი, მონეტები და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საბრძოლო იარაღები, ფარდაგების, ხალიჩების, ტანსაცმლის ექსპონატები და სხვა.

 

თბილისი – ნარიყალას ციხე. თბილისის თავზე შემორჩენილი ნარიყალას ციხის ნარჩენები ყველაზე ცნობილი ძეგლია თბილისის სიძველეებიდან, ციხის აშენების თარიღად IV საუკუნე მიიჩნევა, რითაც იგი თბილისის დაარსებას ემთხვევა. ციხე ფართოვდებოდა და შენდებოდა, იგი იძენდა საბოლოო სახეს საუკუნეთა მანძილზე დღეს საუკეთესო საექსკურსიო ობიექტია.