2 დღიანი ტური ბათუმში

  • ხანგრძლივობა:1 დღე
 ბათუმის ზრისპირა ბულვარი – მოგვაგონებს სამოთხის პატარა ნაგლეჯს. საზღვაო და საკურორტო
 ქალაქისათვის ის დიდი მარგალიტია. ტურისტები სწრაფად ეჩვევიან მას და დიდ დროს ატარებენ სწორედ ამ ბულვარში. თუმცა ბათუმის პლიაჟების დაუვიწყარი სილამაზე მათთვის სტუმრობის მთავარ მიზანს წარმოადგენს. 
ბათუმის აკვარიუმი – გაიხსნა 1966 წელს და გათვალისწინებული იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთში მობინადრე
თევზებისათვის. აქ ასევე ბინადრბდა 60 ჯიშის მტკნარი წყლის და სხვა ზღვებში მობინადრე თევზები. დღისათვოს აკვარიუმში ბინადრობს 100-მდე ჯიშის თევზი საქართველოს მტკნარ წყლებში მობინადრე, ასევე ეგზოტიკური და დეკორატიული ჯიშის თევზები. 
ბათუმი დელფინარიუმი – გაიხსნა 1975 წელს, წარმოდგენები იმართება თანამედროვე გასართობ ცენტრში, ღია ცის ქვეშ. მაყურებელთა თეატრი მოგვაგონებს ამფითეატრს, რომელიც დაცულია მზისა და წვიმისაგან ლამაზი მინის თაღით. იქ სტუმრობისათვის საჭიროა წინასწარი შეკვეთის მიღება.

 

გონიო-აფსაროსოს ციხე – მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალს, რომელიც 1994 წელს დარსდა. აქ ჩატარებული გათხრების შედეგად მრავალი მასალა იქნა მოძიებული, რომელიც წარმოადგენს ისტორიის ელინისტურ პერიოდს.

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი – იგი ნამდვილი ედემის ბაღია. აქ შეკრებილია მსოფლიოს ულამაზესი მცენარეული ჯიშბი. პარკის დიდ ტერიტორიაზე შკრებილია 2017 მცენარეთა ჯიშები, მათგან მხოლოდ 104 არის კავკასიური წარმოშობი

 

პეტრა-ციხე ანუ ციხისძირი – არის ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც მოიცავს ციტადელს და უძველეს დასახლებას. აქ ბიზანტიელებმა მე-6 საუკუნეში დაარსეს ციხე სიმაგრე და ააშენეს საკათედრო ტაძარი. მისი ნახვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე.