კახეთი

აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრისა და მდინარე ალაზნის ხეობებს შორის, მდებარეობს საქართველოს ულამაზესი კუთხე კახეთი. სწორედ, თავისი თვალისმომჭრელი  სილამაზე ხდებოდა მიზეზი მასზე მრავალგზის თავდასხმისა. მისი სილამაზით მოხიბლული უცხო ქვეყნის მთავრები ყოველთვის ცდილობდნენ ამ კუთხის ხელში ჩაგდებას.

საოცარი სანახავია ამაყად მდგარი დათოვლილი კავკასიონი მის  ჩრდილოეთით, თითქოს თავისი ლამაზი შვილი უნდა დაიცვას  მტრის რისხვისაგან, რომელის ციცაბო ფერდობებიც ეშვება ალაზნის ველზე და ერთად ეს ყველაფერი მომაჯადოვებელია  მნახველთათვის.
კახეთი  მოიცავს : სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებს. მას უკავია საქართველოს ტერიტორიის 11 380 კვ. კმ. მისი მოსახლეობა  კი 409,5 შეადგენს. მისი ადმინისტრაციულ ცენტრი კი თელავია.

კახეთი ისტორიულ წყაროებში უძველესი დროიდან გვხვდება. კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბება უკავშირდება ქართლოსის   ძის -კახოსის სახელს. იმ პერიოდისათვის  კახეთი კავკასიონსა და კახეთის მთას შორის მდებარე ტერიტორიას მოიცავდა.
კახეთის რეგიონი ძალზედ მდიდარია თავისის არქიტექტურული და კულტურული ძეგლებით. კახეთში მოგზაურობისას თითოეულ ქვასაც კი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საუკუნეებს ითვლის: გრემის, იყალთოს, ნეკრესის, ალავერდის , ბოდბეს, შუა მთისა და დავით გარეჯის ეკლესია-მონასტრები. 
 

 
კახეთი გამოირჩევა ასევე თავის მეღვინეობა, მევენახეობის კულტურით. აქ ყოველი ოჯახი თავისივე მოყვანილი ღვინით გიმასპინძლებთ. კახეთში ყურძნის მრავალი ჯიშია გავრცელებული;  განსაკუთრებით  რქაწითელი, მწვანე კახური ,მწვანე მცივანი.
სოფელი  წინანდალში, სადაც ეხლა  ქართველი თავადის ალ. ჭავჭავაძის  სახლ-მუზეუმი მდებარეობს, პირველად  ჩამოისხა ქართული ღვინო ევროპული ტრადიციებით. ამჟამად ამ ადგილას მუზეუმთან ერთად ღვინის მარანიცაა სადაც ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

კახეთი თავისი გამორჩეული ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და სტუმართმოყვარე კახელებით, ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს სტუმარს უგემრიელესი პურმარილითა და კახური ღვინით. ეწვიეთ კახეთს, საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეს და დატკბით მისი ყველა მშვენიერებით.