Mineral spring N6

  • დასახელებასს „ბალნეოსერვისი“
  • ქალაქიწყალტუბო
  • მისამართიკურორტის ცენტრალური პარკი
  • სააბაზანოში სულ არის 51 აბაზანა
  • საერთო3 აბაზანა
  • ინდივიდუალური39 აბაზანა
  • ლუქს9 აბაზანა

ბალნეოლოგიური კურორტი

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.

წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც  იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით,  რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.

წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს “უკვდავების წყარო”. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების   საშუალებას.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი – კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი “თეთრი მღვიმის” მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. (ამჟამად   მიმდინარეობს სამუშაოები გამოქვაბულის კეთილმოსაწყობად.)

 წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასშიშემავალი ინგრედიენტებიუმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.

კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 14-21 დღე.

უკვდავების წყარო? აქააწყალტუბოში, ჩამობრძანდითთავად დარწმუნდებით.

 

სამკურნალო პროცედურები:

  • ექიმის კონსულტაცია
  • მინერალური წყლის აბაზანა საერთო აუზში
  • მინერალური წყლის აბაზანა ინდივიდუალურ აუზში
  • ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში
  • კომბინირებული ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში
  • ჰიდრომასაჟი მინერალურ წყალში
  • სამკურნალო ფიზკულტურა საერთო აუზში
  • სამკურნალო ფიზკულტურა ინდივიდუალურ აუზში
  • სამკურნალო ფიზკულტურა დარბაზში ჯგუფური
  • სამკურნალო ფიზკულტურა დარბაზში ინდივიდუალური
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 4 პირობითი ერთეული
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 3 პირობითი ერთეული
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 2 პირობითი ერთეული
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 1,5 პირობითი ერთეული
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 1 პირობითი ერთეული
  • მინერალური წყლის აბაზანები გინეკოლოგიური ირიგაციით
  • ჰიდრო-ვიბრო მასაჟი
  • ცირკულარული შხაპი
  • აღმავალი შხაპი
  • შხაპი „შარკო“
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები კომბინირებული
  • ინჰალაცია
  • მექანოთერაპია მინერალურ წყალში ჯგუფური
  • მექანოთერაპია მინერალურ წყალში ინდივიდუალური
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) მთლიანი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) მთლიანი შარვალი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) კისერი, ზურგი, წელი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „ტრუსები“
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „შორტი“ წელი მუხლებამდე
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) კისერი, ზედა კიდურები
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) ზედა კიდურები
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) ქვედა კიდურები
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „ხელთათმანები“
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „წინდები“
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „საყელო“
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „ხელთათმანები“ და „წინდები“

   

დამატებითი მომსახურება:

  • ავტოსადგომი
  • მინი კაფე
  • მინი მარკეტი

     პროცედურების ღირებულება:

  • ექიმის კონსულტაცია – 10 ლარი
  • მინერალური წყლის აბაზანა საერთო აუზში – 3 ლარი
  • მინერალური წყლის აბაზანა ინდივიდუალურ აუზში – 5 ლარი
  • ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში – 20 ლარი
  • კომბინირებული ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში – 25 ლარი
  • ჰიდრომასაჟი მინერალურ წყალში – 10 ლარი
  • სამკურნალო ფიზკულტურა საერთო აუზში – 8 ლარი
  • სამკურნალო ფიზკულტურა ინდივიდუალურ აუზში – 10 ლარი
  • სამკურნალო ფიზკულტურა დარბაზში ჯგუფური – 5 ლარი
  • სამკურნალო ფიზკულტურა დარბაზში ინდივიდუალური – 10 ლარი
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 4 პირობითი ერთეული – 25 ლარი
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 3 პირობითი ერთეული – 15 ლარი
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 2 პირობითი ერთეული – 10 ლარი
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 1,5 პირობითი ერთეული – 7 ლარი
  • სამკურნალო კლასიკური მასაჟი ხელით 1 პირობითი ერთეული – 5 ლარი
  • მინერალური წყლის აბაზანები გინეკოლოგიური ირიგაციით – 7 ლარი
  • ჰიდრო-ვიბრო მასაჟი – 7 ლარი
  • ცირკულარული შხაპი – 7 ლარი
  • აღმავალი შხაპი – 5 ლარი
  • შხაპი „შარკო“- 7 ლარი
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები – 8 ლარი
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები კომბინირებული – 10 ლარი
  • ინჰალაცია – 5 ლარი
  • მექანოთერაპია მინერალურ წყალში ჯგუფური – 10 ლარი
  • მექანოთერაპია მინერალურ წყალში ინდივიდუალური – 15 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) მთლიანი – 8 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) მთლიანი შარვალი – 5 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) კისერი, ზურგი, წელი – 5 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „ტრუსები“- 4 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „შორტი“ წელი მუხლებამდე – 5 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) კისერი, ზედა კიდურები – 5 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) ზედა კიდურები – 5 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) ქვედა კიდურები – 3 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „ხელთათმანები“- 2 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „წინდები“- 2 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „საყელო“- 2 ლარი
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები (პელოიდოთერაპია) „ხელთათმანები“ და „წინდები“- 3 ლარი

  

 შენიშვნა: სააბაზანოს დღეში შეუძლია გაატაროს 800 ადამიანი.