შემოდგომის წყალტუბო

12 ნოემბერს ქალაქში სახალხო დღესასწაული “შემოდგომის წყალტუბო” გაიმართა.
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი წარმოდგენებით,სპორტული შეჯიბრებებით, ტრადიციული ფაცხებითა და გამოფენებით. (more…)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი.

საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  ალერგოლოგიის, ასთმის  და  კლინიკური  იმუნოლოგიის   ეროვნული  ინსტიტუტი  არის  უნიკალური  სამეცნიერო-პრაქტიკული, სასწავლო  და  სამკურნალო  დაწესებულება, რომელიც  აღჭურვილია  XXI საუკუნის  თანამედროვე  ტექნოლოგიებით(ინსტიტუტის  დამაარსებელი  და  დირექტორი  აკადემიკოსი  რევაზ  სეფიაშვილი).

ინსტიტუტს  აქვს  მრავალწლიანი  სამეცნიერო  და  პრაქტიკული  გამოცდილება. ინსტიტუტში  ტარდება  ფუნდამენტური  და  პრაქტიკული გამოკვლევები იმუნორეაბილიტოლოგიაში, ალერგოლოგიაში, მოლეკულურ  და  კლინიკურ  იმუნოლოგიაში, იმუნური სისტემის  ფიზიოლოგიაში, ნეიროიმუნოფიზიოლოგიაში, უჯრედულ  ტექნოლოგიებში. აგრეთვე  მუშავდება  დიაგნოსტიკური  და  სამკურნალო  პროგრამები  სხვადასხვა  ალერგოლოგიურ, აუტოიმუნურ, იმუნოდეფიციტურ  და კანის დაავადებებზე.

ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენა საქართველოში

თბილისში  1 სექტემბერს  ბელორუსის  რესპუბლიკის  პირველი  მაშტაბური  გამოფენა  გაიხსნა, რომელიც  გაგრძელდება  4 სექტემბერს.

გამოფენა  მოიცავს  ბელორუსულ  პროდუქციისა  და მომსახურების  ფართო  სპექტრს: მანქანათმშენებლობა  და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო  და  კვების  პროდუქტები, სამეცნიერო  მიღწევები  და  ახალი  ტექნოლოგიები,ნავთობ-ქიმიური  მრეწველობა, ფარმაცევტული  პროდუქცია,მსუბუქი  მრეწველობა,ხისა  და  სამშენებლო  მასალების  წარმოება,ტურისტული  მომსახურება,სამომხმარებლო  საქონელი  და  სხვა.

გამოფენაზე  საკუთარი  ინიციატივით  იმყოფებოდნენ  წყალტუბოს  კულტურისა  და ტურიზმის  განვითარების  ცენტრის  თანამშრომლები: თამთა  ვარდოსანიძე,ნინო კუჭავა, სოფიო  მიქელაძე, არჩილ ბერეკაშვილი და  წყალტუბოს  საოჯახო  სასტუმროს  ,,GUEST  HOUSE” მეპატრონე  მარინა  პადგურსკაია-ქუთათელაძე,რომელიც  აქტიურად  თანამშრომლობს  კულტურისა  და  ტურიზმის  ცენტრთან.

,,კიდევ  ერთხელ  შევეცადეთ  წყალტუბოს,როგორც  ბალნეოლოგიური  კურორტის  რეკლამირება,რამაც  დიდი  დაინტერესება  გამოიწვია,ტურისტების , ტურისტული  სააგენტოებისა  და  სხვადასხვა  ორგანიზაციების  მხრიდან“.

მსგავსი  ტიპის   გამოფენები  კარგ  საშუალებას  წარმოადგენს  ჩვენი  კურორტის   უკეთ გაცნობისა  და რეკლამირების  მხრივ.

ცივი ტბის აუზები

საინტერესო  იყო  ვიზიტი  ახლახან  გახსნილ  ,,ცივი  ტბის  აუზებში“ . გავესაუბრეთ  მის  ხელმძღვანელ  ქალბატონ  ირმა  ჯამრიშვილ-ჩიქობქვას.

აუზებში  არსებული  სუფთა  წყალი, რომელიც  იფილტრება  ძვირადღირებული  მედიკამენტოზური  აპარატებით, კარგ  საშუალებას  უქმნის  სტუმრებს  გართობისა  და  დასვენებისთვის.

აუზები  უზრუნველყოფილია  საჭირო  აღჭურვილობებით  და  შექმნილია  უსაფრთხო  პირობები  მზის  აბაზანების  მისაღებად.

მომავალში  იგეგმება    დაივინგის  გაკვეთილები, აქვაერობიკა, დაიდგმება  პროექტორი,რომელზეც  გაიმართება  საინტერესო  ჩვენებები. გათვალისწინებულია  კორპორაციული  საღამაოების  გამართვაც.

წყალტუბოში გაიხსნა „ეროვნული სუვენირების“ მაღაზია

ივლისის თვეში, წყალტუბოში, წერეთლის №8 გაიხსნა „ეროვნული სუვენირების“ მაღაზია, რომელიც ჩვენ ქალაქში ჩამობრძანებულ სტუმრებს და ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს  დაბალ ფასებში შეიძინონ: თექის, თაფლის სანთლის, ხისა  თუ  თიხის მასალისაგან ეროვნულ ტრადიციებზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.

აღნიშნული მაღაზიის მეპატრონე გახლავთ  ბატონი დავით სარიშვილი.

საკონტაქტო ნომრებია:    599 15 27 88       597 00 42 10

Янка Купала – ს დღეები წყალტუბოში

2016 წლის 02.06 დან – 04. 06 მდე ა(ა)იპ„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, ცნობილი ბელორუსი მწერლისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით: „ Янка Купала-ს დღეები წყალტუბოში.“

წყალტუბოს სტუმრობდნენ ბელორუსიიდან, კერძოდ, მინსკიდან იანკა კუპალას სახელობის მუზეუმის დირექტორი ЕЛЕНА ЛЕШКОВИЧ, მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ЕЛИНА СВИРИДОВИЧ და ОЛГА ПАРХИМОВИЧ, ასევე ჟერნალისტები ОЛГА ГРАДИНАР და ЮЛИЯ АКСЮЧИЦ.

სტუმრები თავიანთი პროგრამით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. პროგრამა მოიცავდა იანკა კუპალას ცხოვრებასა და შემოქმედებას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, იანკა კუპალა ისვენებდა წყალტუბოში 30-იან წლებში, იღებდა სამკურნალო აბაზანებს, სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა მას მისი მკურნალი ექიმი, ქართველი ქალი – ელენე მეტეხელი. ქალბატონი ელენე პოეტის მუზა გამხდარა. ყოვლად სუფთა და უმანკო იყო იანკა კუპალას გრძნობა ელენესადმი და მას მიუძღვნა ლექსი „ГЕНАЦВАЛЕ“.

ასევე ძალზედ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იანკა კუპალა ხშირად მოგზაურობდა და რამოდენიმე ქვეყანაში ცხოვრობდა კიდეც გარკვეული დროით, მაგრამ არცერთ ქვეყანაზე ლექსი არ დაუწერია. ხოლო აი ქართულმა ბუნებამ და სტუმართმასპინძლობის სამაგალითო დამოკიდებულებამ შთააგონა შეექმნა ისეთი სტრიქონები, რომლებიც მის განცდებსა თუ გრძნობებს დიდი სითბოთი და სიმძაფრით ასახავდა. იანკა კუპალას ლექსები 117 ენაზეა ნათარგმნი.

ბელორუსიიდან როდესაც დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს როგორმე მოგვეძებნა ელენე მეტეხელის ოჯახი. მოგეხსენებათ, ეს არ იყო ადვილი რადგან ეს ომამდე პერიოდში ხდებოდა, მაგრამ ღონისძიების ორგანიზატორებმა ნინო კუჭავამ და თამთა ვარდოსანიძემ მივლინებაში ყოფნის დროს გავარკვიეთ რომ ელენე მეტეხელი, რომელიც იყო იანკა კუპალას პოეტური მუზა, ცოლად გაჰყოლია  გივი ჯავახიშვილს (შემდგომში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს), მათ ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი ლალი ჯავახიშვილი, რომელიც 3 წლის წინ გარდაიცვალა, მას დარჩა 3 შვილი – თამაზ ყურაშვილი, გივი ყურაშვილი და ლელა ყურაშვილი. როგორც აღმოჩნდა ქალბატონი ელენეს შვილიშვილები ცხოვრობენ თბილისში, ორი მათგანი ექიმია, ხოლო მესამე საქართველოს ელჩია შვეიცარიაში. ჩვენ სტუმრად ვიმყოფებოდით ქალბატონი ლელა ყურაშვილის ოჯახში, სადაც ძალზედ თბილად მიგვიღეს და მოგვაწოდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ მათ შეასრულეს დანაპირები და ჩამობრძანდნენ წყალტუბოში ღონისძიებაზე დასასწრებად.

 13390936_856344761163222_1238829679_n

 

 

ძალზედ გულთბილი იყო ბელორუსი სტუმრების და ელენე მეტეხლის შვილიშვილების შეხვედრა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება… მეტეხელის შვილიშვილებმა სტუმრებისაგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ასევე საჩუქრები მიიღო სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა ქალბატონმა ია კუხალაშვილმა. ხოლო ღონისძიების ორგანიზატორებმა МАРИНА ПОДГУРСКАЯ-КУТАТЕЛАДЗЕ, თამთა ვარდოსანიძემ და ОЛГА ГРАДИНАР-მა და ნინო კუჭავამ, მიიღეს დიპლომები, დახმარებისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს სოფიო მიქელაძეს და მუზეუმის კოლექტივს.

მინსკის მუზეუმის დირექტორმა ЕЛЕНА ЛЕШКОВИЧ – მა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ბელორუსიის კულტურის მინისტრის მიერ ხელმოწერილი წერილი გადასცა .

ვიზიტის ფარგლებში ბელორუსმა სტუმრებმა მოინახულეს წყალტუბოს სააბაზანოები და გაეცნენ წყლის უნიკალურ თვისებებს, ასევე მოინახულეს „პრომეთე“, ნიკო ლორთქიფანიძის სახლმუზეუმი(იანკა კუპალა და ნიკო ლორთქიფანიძე ახლო მეგობრები იყვნენ). ლორთქიფანიძის მუზეუმის ნახვამ   მეტად აღაფრთოვანა კუპალას  მუზეუმის წარმომადგენლები. ასევე მოინახულეს ის ადგილები, რომელსაც საქართველოში სტუმრობის დროს სწვევია ბელორუსი პოეტი. ესენია: ხომულის ციხე, გელათი, მოწამეთა. ნანახმა  მოლოდინს გადააჭარბა, სტუმრები ემოციებს ვერ მალავდნენ. ასევე ესტუმრნენ სანატორიუმს, სადაც იანკა კუპალა ისვენებდა, სამწუხაროდ სანატორიუმი აღარ ფუნქციონირებს.

დასკვნით ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა ბელორუს სტუმრებს, წარუძღვა  ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მმართველის მოადგილე ქ.ნ ლილი გელენიძე, ანსამბლმა ნადურმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ბელორუსი სტუმრები „ქართული სულის“ უკვდავებასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. წყალტუბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით წაიკითხეს იანკა კუპალას ლექსები, როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე ნათარგმნი, ყოველივე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე, ასევე დიდი სითბოთი და სიყვარულით ისაუბრა ქალბატონმა ნინო ლექვთაძემ წყალტუბოს ისტორიაზე და სტუმრებს ბევრი საინტერესო ფაქტი გააცნო. ძალზედ სასიხარულო ფაქტია ის რომ გაფორმდა წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და მინსკის იანკა კუპალას მუზეუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება.

ღონისძიების ბოლოს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებისაგან სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ქართველი ერის საგანძური შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და  წიგნები წყალტუბოს შესახებ ხოლო მუზეუმის თანამშრომლებმა სტუმრებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.

დასკვნით ეტაპზე კი ბელორუსი ხალხის წეს-ჩვეულების თანახმად გვირილების გვირგვინები, რომლებიც ღონისძიების მიმდინარეობისას დამსწრე ქალბატონებს თავზე ეკეთათ, წყალს გაატანეს.

იანკა კუპალას ქართული სულისადმი სიყვარულმა ჰპოვა მომავლის ნაბიჯები ქართულ მიწაზე. პროექტის მიზანი, ორ მოძმე ერს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავება, წარმატებით ხორციელდება.

წყალტუბო ალმა-ათის საგაზაფხულო ტურისტულ ბაზრობაზე

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში 20-22 აპრილს გაიმართა ევროპისა და აზიის ქვეყნების ტურისტული ფირმების, სააგენტობის და კომპანიების ტურისტული პროდუქციის საგაზაფხულო ბაზრობა. საქართველოს დელეგაციაში იმერეთის რეგიონიდან ქუთაისის, ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტურისტული სამსახურების წარმომადგენლები გახლდით. წყალტუბოს და ბაღდათს სარეკლამო ადგილი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის სტენდზე დაგვითმეს. (more…)

წყალტუბოში მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 1943 წელს გაჩნდა

წყალტუბოში მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 1943 წელს გაჩნდა, თუმცა მისი გახსნა მხოლოდ და მხოლოდ 50-იან წლებში იქნა შესაძლებელი წყალტუბოს რაიონის მკვიდრის პროფესორ ავთანდილ იოსელიანის ინიციატივით. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო აწ გარდაცვლილი გიგა ჯიმშელეიშვილი. მუზეუმი და მისი სამეცნიერო საბჭო შეუდგა მუშაობას, თუმცა ეს მაშინ უფრო იდეის დონეზე დარჩა. მუზეუმმა მისი რეალური სახე მიიღო 1969 წლიდან, როცა მუზეუმს სათავეში ჩაუდგა ქალბატონი ციალა ღვინიანიძე, რომელიც ამჟამად არის ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და პროექტ „იმედის გმირის“ ერთ-ერთი მონაწილე. 1981 წელს მუზეუმს მიენიჭა რაიონის მკვიდრის, გამოჩენილი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის სახელი.

დღეს მუზეუმის ფონდებში დავანებულია არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ხელოვნების, ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო და სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალების 35 ათასზე მეტი ექსპონატი.

არქეოლოგიური კოლექცია მოიცავს ქვედა პალეოლითიდან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდს. აქ დაცულია პირველყოფილი ადამიანის ქვის, ძვლის, ობსიდიანის, ბრინჯაოს და რკინის იარაღები, ქვევრსამარხის ნივთები.

ეთნოგრაფიულ ფონდში არის ლითონის, ხის, ტყავის, ფაიფურის, მინის ჭურჭლის კოლექციები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ჭედური ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. მუზეუმს აქვს ხელნაწერთა და ნუმიზმატიკის მდიდარი ფონდი, ბევრი გამოჩენილი ადამიანის ფოტო და პირადი არქივი.

მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მოითხოვს განახლებას. იმისათვის, რომ გააცოცხლოს წარსული მომავლისათვის, მუზეუმი ეწევა ფართო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კონფერენციებს, მოძრავ და ერთდოულ გამოფენებს, რაიონსა და მის ფარგლებს მიღმა. შეხვედრებს ღვაწლმოსილ ადამიანებთან, ატარებს საინტერესო ლექცია-დიალოგებს და სხვა.

Invalid Displayed Gallery

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი შემოდგომის წყალტუბო მასშტაბურად აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი შემოდგომის წყალტუბო მასშტაბურად აღინიშნა. მუნიციპალიტეტში „შემოდგომის წყალტუბო“ – ს ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები დილიდანვე დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ტრადიციული სამზარეულო იყო წარმოდგენილი, ასევე მოეწყო სახალხო მსვლელობა, ყვავილების გამოფენა და ფლეშ მობი. ქალქში გაიმართა წიგნებისა და სამხარვრო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები: ველორბოლა და მკლავჭიდი.
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი საინტერესოდ შეხვდა ამ დღეს. დაგეგმილი ტურისტული ლაშქრობა „ხომულის ციხეზე“ ამინდის გაუარესების გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მოსწავლეებში რაღაც სიახლის ნახვის სურვილი, რომ შვთავაზეთჩვენი სასიქადულო მწერლის ბ-ნ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის მონახულება. ღონისძიებაზე შემოტანილი იქნა „სურვილების ყუთი“ ოთხენოვანი წარწერით „რას უსურვებდით ჩვენს ქალაქს?“ სურვილების ძირითადი აზრი მდგომარეობს წყალტუბოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად გადაქცევის საქმეში.
მნახველებში დიდი მოწონება დაიმსახურა კულტურისა და ტურიზმის განვითარების
ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის დასის მიერ ფოლკლორულ ანსამბლ „ნადურთან“ ერთად წარმოდგენილმა თეატრალურმა კომპოზიციამ –„ქართული ოჯახი.“დასრულდა დღესასწაული, შეჯამდა ორგანიზაციის მიერ განვლილი მუშაობა და იმედი გამოითქვა, რომ მომავალი წელი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის მუშაობაში.
სახალხო ზეიმი საზეიმო კონცერტით დასრულდა რომლის რეჟისორი ლაშა ონიანი იყო.

 

წყალტუბოში გაიხსნა მაღალი დონის ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,BE HEALTHY “

წყალტუბოში  გაიხსნა   მაღალი  დონის  ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი  ცენტრი  ,,BE   HEALTHY , რომელიც გიწვევთ  ისტორიულ  კურორტ  წყალტუბოში.

ცენტრი  გთავაზობთ  შემდეგი  სახის  პროცედურებს:

  • ბუნებრივი მინერალური  წყლის  აბაზანები;
  • წყალქვეშა გაჭიმვები;
  • წყალქვეშა მასაჟი;
  • შარკოს, ცირკულარული და  აღმავალი  შხაპები;
  • ნაწლავების ღრმა  გამორეცხვა  თანამედროვე  აპარატით;
  • მინერალური წყლის  აუზი,რომელიც  აღჭურვილია  წყალქვეშა  ტრენაჟორებით;
  • GYM-უახლესი თანამედროვე  ტრენაჟორებით  აღჭურვილი,პროფესიონალი  ინსტრუქტორის  მიერ  ინდივიდუალური  პროგრამის  შერჩევით;
  • სახის და  სხეულის  სხვადასხვა  პროცედურები  უახლესი  აპარატურის  გამოყენებით;
  • კომპლექსური გასახდომი  პროგრამა  ექიმი  ენდოკრინოლოგიის  ზედამხედველობის  ქვეშ;
  • აქვე შეგიძლიათ  მიიღოთ  კვალიფიციური  ექიმების  კონსულტაცია :  (ფიზიო  თერაპევტი,გინეკოლოგი,კარდიოლოგი,ენდოკრინოლოგი  და  სხვა);
  • ცენტრი აღჭურვილია  უახლესი  ფიზიო  აპარატურით;
  • 2015 წლის  გერმანული  წარმოების  მაღალი  რესურსის  მქონე  დიოდური  ლაზერი  „ MEDIOSTAR  NEXT ”.

კლინიკურად  და  მეცნიერულად   დამტკიცებული  ტექნოლოგია.

ყველაზე  სწრაფი, უმტკივნეულო, საუკეთესო  გაგრილებით.