კურორტის ისტორია

წყალტუბოს მინერალური წყლის ისტორია

 კურორტ წყალტუბოს მინერალურ წყალს დიდი ხნის ისტორია აქვს.

გეოლოგიურ მიმართებაში, წყალტუბოს წყალი უძველესი წარმოშობისაა. მისი ასაკი, დაახლოებით 100-150 ათასი წელია და მის ფორმირებაში თანამედროვე ჰიდროქიმიური პროცესები მონაწილეობენ.

1782 წელს, „ბერლინის საბუნებისმეტყველო  საზოგადოების შრომების” კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად, გერმანულ ენაზე ქვეყნდება ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ.

1887 წელს, რუსმა აკადემიკოსმა პ. ს. პალასიმ, საკუთარი ინტერპრეტაციით დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა, ი. გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები, რომელთა წყალობით ცნობები წყალტუბოს წყაროების შესახებ გამოჩნდა ევროპულ ლიტერატურაში.

ხანგრძლივი შუალედის შემდგომ, 1809 წლიდან იწყება წყალტუბოს მინრალური წყაროების შესახებ მასალების გამოქვეყნება, როგორც რუსულ, ასევე დასავლეთევროპულ პრესაში.

1809 წელს, გერმანულიდან შერჩევით, მოკლედ, რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი”, რომელშიც პირველად რუსულ ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ.

1815 წელს, ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროტი, ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში, ასევე იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას იმავე ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალის” მიხედვით.

1897 წელს, პროფესორ ალბერტ ეილენბურგის მსხვილ ევროპულ საენციკლოპედიო გამოცემაში „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენციკლოპედია”, მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ.

1898 წელს, გ. სტრუვემ, ქიმიური ანალიზის საფუძველზე,წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს, რომლის ანალოგია ვილბადი და ტეპლიცი.

1902 წელს, პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა, ჩაატარა წყალტუბოს წყლის პირველი სრული ქიმიური ანალიზი.

წყალტუბოს მინერალური წყლის ფიზიკოქიმიური შემადგენლობა

t = 34-35O C;  დებიტი – 20 მლნ. ლიტრი დღე-ღამეში

უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-3 ნანოკიური ანუ 40-100 ბეკერელი), ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის  ბუნებრივი ტემპერატურა (34-35OC) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე.

წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასშიშემავალი ინგრედიენტები  უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

წყალტუბოს წყაროების შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გაზები: აზოტი, რადონი, ჰელიუმი, არგონი.

წყალტუბოს წყაროების მინერალური კომპონენტი რომ არ მერყეობს, ეს იქედანაც ჩანს, რომპროფესორ ვასილ პეტრიაშვილის მიერ 1902 წელს გაკეთებული ქიმიური ანალიზიდან დღემდე, იგი არ შეცვლილა.

გრამები

მგ. ექვივალენტი

ექვივალენტი.%

კათიონები
Na+K

0,0534

2,32

20,33

Mg

0,0341

2,84

24,89

Ca

0,1250

6,25

54,78

Fe

0,0011

ჯამი

0,2136

11,41

100,00

 

ანიონები

Cl

0,1012

2,85

24,98

SO4

0,2237

4,66

40,84

HCO3

0,2079

3,90

34,18

ჯამი

0,5628

11,41

100,00

SiO

0,242

Al2O3F2O3

0,0029

საერთო მინერალიზაცია

0,8

CO2

0,088

მშრალი ნაშთი 110О

0,764