კურორტისა და ტურიზმის მართვის ცენტრი

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი''

ჩვენი ორგანიზაციის მიზნებია:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, შიდა ტურიზმის სრული კოორდინაცია.
ცენტრის ამოცანებია:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზონის ტურისტულ-რეკრეაციული კომპლექსის: განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და პროგრამის შემუშავება; რესურსების სრული ინვენტარიზაცია და მათი გამოყენების კომპლექსური მონიტორინგის ჩატარება; საკვანძო პრობლემების გამოვლენა; კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების შეფასება; განვითარების ალტერნატიული ვარიანტების განსაზღვრა და შეფასება; ოპტიმალური სტრუქტურისა და ფუნქციონირების რეჟიმის უზრუნველყოფა.