„წყალტუბო ჩვენი შთაგონებაა“- ასეთი იყო სახელწოდება ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა

„წყალტუბო ჩვენი შთაგონებაა“- ასეთი იყო სახელწოდება ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის, რომელიც ჩატარდა წყალტუბოში 29 ივლისს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურისტთა დაინტერესება, ქართული ხელნაკეთი ნივთებით, ნაქარგებით, თექის ნაწარმით, კერამიკით, გრაფიკული ტილოებით, ხელნაკეთი სამკაულებით, წყალტუბოს ხედებით დამშვენებული სხვადასხვა ნივთებით.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი.“

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანება“ ხალხური საკრავთა ფოლკლორული ანსამბლი „ნაკადული“ ირაკლი შენგელიას ხელმძღვანელობით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, ეს გამოფენები ტრადიციად უნდა იქცეს, რაც ხელს შეუწყობს წყალტუბოს გამოცოცხლებას, ძველიდიდების დაბრუნებას და ტურიზმის განვითარებას.

 

Connect with Me: