წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი შემოდგომის წყალტუბო მასშტაბურად აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი შემოდგომის წყალტუბო მასშტაბურად აღინიშნა. მუნიციპალიტეტში „შემოდგომის წყალტუბო“ – ს ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები დილიდანვე დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ტრადიციული სამზარეულო იყო წარმოდგენილი, ასევე მოეწყო სახალხო მსვლელობა, ყვავილების გამოფენა და ფლეშ მობი. ქალქში გაიმართა წიგნებისა და სამხარვრო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები: ველორბოლა და მკლავჭიდი.
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი საინტერესოდ შეხვდა ამ დღეს. დაგეგმილი ტურისტული ლაშქრობა „ხომულის ციხეზე“ ამინდის გაუარესების გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მოსწავლეებში რაღაც სიახლის ნახვის სურვილი, რომ შვთავაზეთჩვენი სასიქადულო მწერლის ბ-ნ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის მონახულება. ღონისძიებაზე შემოტანილი იქნა „სურვილების ყუთი“ ოთხენოვანი წარწერით „რას უსურვებდით ჩვენს ქალაქს?“ სურვილების ძირითადი აზრი მდგომარეობს წყალტუბოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად გადაქცევის საქმეში.
მნახველებში დიდი მოწონება დაიმსახურა კულტურისა და ტურიზმის განვითარების
ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის დასის მიერ ფოლკლორულ ანსამბლ „ნადურთან“ ერთად წარმოდგენილმა თეატრალურმა კომპოზიციამ –„ქართული ოჯახი.“დასრულდა დღესასწაული, შეჯამდა ორგანიზაციის მიერ განვლილი მუშაობა და იმედი გამოითქვა, რომ მომავალი წელი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის მუშაობაში.
სახალხო ზეიმი საზეიმო კონცერტით დასრულდა რომლის რეჟისორი ლაშა ონიანი იყო.

 

Connect with Me: