შემოდგომის წყალტუბო

12 ნოემბერს ქალაქში სახალხო დღესასწაული “შემოდგომის წყალტუბო” გაიმართა.
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი წარმოდგენებით,სპორტული შეჯიბრებებით, ტრადიციული ფაცხებითა და გამოფენებით.
ა(ა)იპ ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა” თავიანთი სანახაობებით სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს ქალაქში ჩამობრძანებულ სტუმრებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას.
მრავალფეროვანი იყო გამოფენა, რომელიც ქვეყანაში და ქალაქში ტურიზმის განვითარებას ეძღვნებოდა.
ჩვენი რეგიონის ამსახველ ტურისტულ ლიტერატურასთან ერთად, სტუმრებს სამახსოვროდ გადაეცემოდათ წყალტუბოს ახლად გადმოცემული ბუკლეტები და მომავალი წლის კალენდრები,რითაც ისინი დიდად კმაყოფილნი დარჩნენ.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა!

Connect with Me: